სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჩუბინიძის პორტფოლიო

.

...

.

.

.

...

.

...

четверг, 9 января 2014 г.

სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორი, დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელი.

რისთვის გავაკეთე ეს ბლოგი? გეტყვით. პირველი გამოწვევა მაშინ მივიღე, როცა 2007 წელს სკოლის დირექტორების თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა. გადავწყვიტე გავსულიყავი და მენახა, რა შემეძლო რეალურად. იმ დროისათვის 12 წლიანი უმუშევრობის სტაჟი მქონდა და სკოლაში ნამყოფი არ ვიყავი სკოლის დასრულების შემდეგ. პროფესია? ინჟინერი გახლავართ. მოკლედ არანაირი ლოგიკით არ უნდა მეფიქრა მაშინ დირექტორობაზე, თუმცა ლოგიკას ძირითადად არ ვექვემდებარები ხოლმე. მომიწია საფუძვლიანად (და არა ორკვირიანი ტრენინგებით) სკოლის საქმის შესწავლა. გვერდით დამიდგნენ საუკეთესო მეგობრები და მათი დახმარებითა და ჩემი უნარებით შევძელი! მე ეს შევძელი! ასე შევედი სკოლაში და მას მერე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მქონია ბევრი წარმატება, წარუმატებლობაც, რომელსაც მერე გამოცდილებად ვაქცევ ხოლმე, მყოლია ძალიან წარმატებული მოსწავლეებიც, ისეთებიც, რომელთაც დიდი კუხით ვერ შევუცვალე სავალი გზის ვექტორი და მაინც მე უკვე სკოლით ვცხოვრობ! ეს უკვე ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა. ამ ბლოგზე ვცდილობ ჩემი სასკოლო ცხოვრებისა და ყოველდღიურობის ამსახველი მასალა დავდო. ჩემ მიერ შექმნილი რესურსები, გაკვეთილები... ისე, ჩემთვის, თვალის გადასავლებად, წარსულის გასახსენებლად, რაიმე თემის კიდევ უფრო დასახვეწად. თუ ვინმესაც გამოადგება რაიმე ჩემი ნაცოდვილარიდან, ეგ ხომ მთლად უკეთესი. განვლილი გზა მაფიქრებინებს, რომ "მე ამისგან გავაკეთებ..." 
სიყვარულით თქვენი ნონა მასწავლებელი