სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორი, დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელი.
რისთვის გავაკეთე ეს ბლოგი? გეტყვით. პირველი გამოწვევა მაშინ მივიღე, როცა 2007 წელს სკოლის დირექტორების თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა. გადავწყვიტე გავსულიყავი და მენახა, რა შემეძლო რეალურად. იმ დროისათვის 12 წლიანი უმუშევრობის სტაჟი მქონდა და სკოლაში ნამყოფი არ ვიყავი სკოლის დასრულების შემდეგ. პროფესია? ინჟინერი გახლავართ. მოკლედ არანაირი ლოგიკით არ უნდა მეფიქრა მაშინ დირექტორობაზე, თუმცა ლოგიკას ძირითადად არ ვექვემდებარები ხოლმე. მომიწია საფუძვლიანად...