სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჩუბინიძის პორტფოლიო

კვლევები

კ ვ ლ ე ვ ა


კვლევის მიზანი: ნათლად გაირკვეს რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს გაკვეთილზე ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გადატანა.
კვლევის მეთოდოლოგია: დაიგეგმოს ისეთი შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემა მოითხოვს პრაქტიკული უნარების მოშველიებას და წარმოსახვის უნარების ამუშავებას.
კვლევაში მონაწილეები: მე-5 და მე-6 კლასელი მოსწავლეები - სულ 57 მოსწავლე
კვლევის მიზნის მიღწევის მიზნით შეირჩა ისეთი ტიპის დავალება-შეკითხვები, რომლებიც მოითხოვდნენ პრაქტიკული უნარების მოშველიებას.
1. ოთახის სიგრძეა 8 მ და სიგანე 4 მ. პარკეტის ფიცარს კვადრატის ფორმა აქვს და მისი სიგრძე 40 სმ-ია. რამდენი ასეთი პარკეტია საჭირო იატაკის დასაფარად?
2. იატაკის საღებავის ქილას აწერია: 1მ2 - 1 2 კგ. (1მ2-ის შესაღებად საჭიროა 1 2 კგ). რამდენი კგ საღებავია საჭირო მართკუთხედის ფორმის იატაკის შესაღებად, თუ მისი სიგრძე 5მ-ია, სიგანე კი 4 მ?
3. ლუკას საძინებელი ოთახის ზომებია 4მ X 5მ, მის შეღებვაზე 54 კგ საღებავი დაიხარჯა. რამდენი კგ ასეთივე საღებავი იქნება საჭირო სასტუმრო ოთახის შესაღებად, თუ მისი ზომებია 4მ X 7მ?
4. ფანქრის სიგრძის გაზომვისას როგორც წესი არ ვიყენებთ:
ა) კილომეტრს; ბ) სანტიმეტრს; გ) დეციმეტრს; დ) მილიმეტრს;
5. ქალაქებს შორის მანძილის გასაზომად რომელ ერთეულს ვანიჭებთ უპირატესობას?
ა) სანტიმეტრს; ბ) კილომეტრს; გ) დეციმეტრს; დ) მილიმეტრს;
6. ბინის გეგმაზე 4 სმ მონაკვეთით 6 კმ სიგრძის რეალური მონაკვეთია გამოსახული. ამ გეგმის მასშტაბია:
ა) 2:3 ბ) 2:5 გ) 1:150 000 დ) 1:8
7. ორ ქალაქს შორის მანძილი 120 კმ-ია, რუკაზე ამ ქალაქებს შორის მანძილი 6 სმ. რუკის მასშტაბია:
ა) 1:1 000 000 ბ) 1:200 000 გ) 1:2 000 000 დ) 1:120
8. საკლასო ოთახის სიგრძეა 14მ-ია, სიგანე 5მ. კლასში არის 20 მოსწავლე. იატაკის რამდენი კვ.მ. ფართობი მოდის ერთ მოსწავლეზე ამ საკლასო ოთახში?
9. მართკუთხედის ფორმის ფანჯრის პერიმეტრია 7მ. მისი სიგრძე ისე შეეფარდება სიგანეს, როგორც 4:3, იპოვეთ ფანჯრის ზომები.
10. თუ რუკის მასშტაბია 1:500 000, მაშინ 1 სმ-ის შესაბამისი რეალური მანძილია:
ა) 50 კმ ბ) 5 კმ გ) 0,5 კმ დ) 500კმ











კვლევის შედეგები და ანალიზი

კვლევის ანალიზი საჭიროა, რათა კარგად წარმოჩინდეს მათემატიკის სწავლების პრობლემები და მოხდეს ამ პრობლემების რანჟირება. ამ მიზნით შემოწმდა გამოკითხვის შედეგები, თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხები დავითვალე და ასე გავარკვიე კონკრეტულ დავალებას რამდენი პროცენტი სცემდა სწორ პასუხს. ხოლო ის დავალებები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა მოსწავლემ სწორად შეასრულა არ ჩაითვალა სწავლების სუსტ მხარედ. დათვლისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი შედეგი:
1. შეკითხვაზე - ოთახის სიგრძეა 8 მ და სიგანე 4 მ. პარკეტის ფიცარს კვადრატის ფორმა აქვს და მისი სიგრძე 40 სმ-ია. რამდენი ასეთი პარკეტია საჭირო იატაკის დასაფარად?
გამოკითხულ მონაწილეთაგან სწორად პასუხი გასცა ხუთმა მონაწილემ (8.78%) ხოლო პასუხი ვერ გასცა 52-მა (91,22%)
2. შეკითხვაზე - იატაკის საღებავის ქილას აწერია: 1მ2 - 1 2 კგ. (1მ2-ის შესაღებად საჭიროა 1 2 კგ). რამდენი კგ საღებავია საჭირო მართკუთხედის ფორმის იატაკის შესაღებად, თუ მისი სიგრძე 5მ-ია, სიგანე კი 4 მ?
გამოკითხულ მონაწილეთაგან სწორად პასუხი გასცა 16-მა მონაწილემ (28,08%) ხოლო პასუხი ვერ გასცა 41-მა (71,92%)
3. შეკითხვაზე - ლუკას საძინებელი ოთახის ზომებია 4მ X 5მ, მის შეღებვაზე 54 კგ საღებავი დაიხარჯა. რამდენი კგ ასეთივე საღებავი იქნება საჭირო სასტუმრო ოთახის შესაღებად, თუ მისი ზომებია 4მ X 7მ?
გამოკითხულ მონაწილეთაგან სწორად პასუხი გასცა 13-მა მონაწილემ (22,80%) ხოლო პასუხი ვერ გასცა 44-მა (77,20%)
4. შეკითხვაზე - ფანქრის სიგრძის გაზომვისას როგორც წესი არ ვიყენებთ:
ა) კილომეტრს; ბ) სანტიმეტრს; გ) დეციმეტრს; დ) მილიმეტრს; აბსოლუტურად ყველა მონაწილემ სწორი პასუხი გასცა
5. შეკითხვაზე - ქალაქებს შორის მანძილის გასაზომად რომელ ერთეულს ვანიჭებთ უპირატესობას?
ა) სანტიმეტრს; ბ) კილომეტრს; გ) დეციმეტრს; დ) მილიმეტრს; აბსოლუტურად ყველა მონაწილემ სწორი პასუხი გასცა
6. შეკითხვაზე - ბინის გეგმაზე 4 სმ მონაკვეთით 6 კმ სიგრძის რეალური მონაკვეთია გამოსახული. ამ გეგმის მასშტაბია: ა) 2:3 ბ) 2:5 გ) 1:150 000 დ) 1:8
გამოკითხულ მონაწილეთაგან სწორად პასუხი გასცა 29 მონაწილემ (50,87%) ხოლო პასუხი ვერ გასცა 28 (49,13%)
7. შეკითხვაზე - ორ ქალაქს შორის მანძილი 120 კმ-ია, რუკაზე ამ ქალაქებს შორის მანძილი 6 სმ. რუკის მასშტაბია: ა) 1:1 000 000 ბ) 1:200 000 გ) 1:2 000 000 დ) 1:120
გამოკითხულ მონაწილეთაგან სწორად პასუხი გასცა 20-მა მონაწილემ (35,08%) ხოლო პასუხი ვერ გასცა 37-მა (64,92%)
8. შეკითხვაზე - საკლასო ოთახის სიგრძეა 14მ-ია, სიგანე 5მ. კლასში არის 20 მოსწავლე. იატაკის რამდენი კვ.მ. ფართობი მოდის ერთ მოსწავლეზე ამ საკლასო ოთახში?
გამოკითხულ მონაწილეთაგან სწორად პასუხი გასცა 15-მა მონაწილემ (26,31%) ხოლო პასუხი ვერ გასცა 42-მა (73,69%)
9. შეკითხვაზე - მართკუთხედის ფორმის ფანჯრის პერიმეტრია 7მ. მისი სიგრძე ისე შეეფარდება სიგანეს, როგორც 4:3, იპოვეთ ფანჯრის ზომები.
გამოკითხულ მონაწილეთაგან სწორად პასუხი გასცა 6-მა მონაწილემ (10,52%) ხოლო პასუხი ვერ გასცა 51-მა (89,48%)
10. შეკითხვაზე - თუ რუკის მასშტაბია 1:500 000, მაშინ 1 სმ-ის შესაბამისი რეალური მანძილია:
ა) 50 კმ ბ) 5 კმ გ) 0,5 კმ დ) 500კმ
გამოკითხულ მონაწილეთაგან სწორად პასუხი გასცა 41-მა მონაწილემ (71,92%) ხოლო პასუხი ვერ გასცა 16-მა (28,08%)




კვლევის შედეგების დიაგრამა


















კვლევის შეფასება როგორც კვლევამ აჩვენა, გამოკითხულ მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა (100%) სწორად ხვდება, რომ ფანქრის სიგრძის გასაზომად ვიყენებთ სანტიმეტრს და ქალაქებს შორის მანძილის გასაზომად კილომეტრს. რაც შეეხება მასშტაბს, იგი მხოლოდ 29%, 20%-მა და 41 %-მა შეასრულა ზუსტად. ასევე დაბალია პროცენტი (5%) ოთახის ზომების მიხედვით პარკეტის რაოდენობის განსაზღვრისას. ანუ მოსწავლეებს არ აქვთ აღქმის უნარი. უჭირთ მიმართებების დადგენა სხვადასხვა სიგრძის ერთეულს შორის და არ შეუძლიათ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებაში გადმოტანა.

რეკომენდაცია: ჩვენი აზრით საუკეთესო გამოსავალია პროექტის დაგეგმვა, რომელიც დაეხმარებათ მათ მასშტაბის არსის გაგებასა და წარმოსახვის უნარის განვითარებაში. პროექტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა ტიპის ზედაპირების სიგრძისა და სიგანის გაზომვებს, უნდა სჭირდებოდეთ ფართობების გამოთვლა, ასევე საჭიროს პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდეთ აღქმის უნარი. ამის კარგ მაგალითად გამოდგენა მასშტაბების განსაზღვრა. სხვადასხვა მასშტაბს შორის რელევანტურის არჩევა, რომელიც კარგად დაანახებს მათ მასშტაბის არსს. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ დაიგეგმება პროექტი „ჩვენი სკოლის მაკეტი“.

0 коммент.:

Отправить комментарий