სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჩუბინიძის პორტფოლიო

სომხეთი

კონფერენცია „ინკლუზიური განათლება - განათლება ყველასათვის“

2015 წლის 10-13 მაისს მონაწილეობა მივიღე რეგიონალურ კონფერენციაში სომხეთის ქალაქ დილიჟანშიინკლუზიური განათლება - განათლება ყველასათვის.კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ დელეგაციები კავკასიის რეგიონიდან. სტუმრად იყო ასევე ავსტრიის წარმომადგენლები.
კონფერენცია მიზნად ისახავდა კავკასიის რეგიონში საუკეთესო პრაქტიკის თანამედროვე მაგალითების განხილვას; კავკასიის რეგიონის მაგალითზე სხვადასხვა ასპექტის ანალიზს, რომელიც უკავშირდება ინკლუზიური მოსწავლეების შესაძლებლობებს და მათ ჩართვას განათლების პროცესში; ასევე დისკუსიას სამომავლო გეგმებზე, რომელიც დაეხმარება კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში და ამ კუთხით არსებული ბარიერების აღმოფხვრაში.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქალბატონმა სუზანა ტერევოსიანმა. შემდეგ სიტყვით გამოვიდა რამდენიმე შშმ პირი, რომლებიც გვიყვებოდნენ თუ როგორ მოახდინეს საკუთარ თავის რეალიზება და როგორ ეხმარებიან ახლა ისინი სხვა შშმ პირებს.
ასევე თავიანთი მუშაობის პრეზენტაციები წარმოადგინეს:
ნარინე ჰოვანესიანი - სომხეთის რესპუბლიკის საშუალო განათლების დეპარტამენტის უფროსი
გეგრანუს გიუნაშიანი - ქალის, ბავშვისა და ოჯახის საკითხებზე მომუშავე განყოფილების ხელმძღვანელი (სომხეთი)
ლევონ სარგისიანი - ქ. არმავირის გუბერნატორი
ნორა ალანაკიანი - ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროგრამების ოფიცერი (სომხეთი)
გერტრად ლილმეირი - ავსტრიის ინტერკულტურული ცენტრი (ავსტრია)
არმინე ნერისიანი - ა/ო „იმედის ხიდის“ იჯევანის ფილიალის ხელმძღვანელი (სომხეთი)
ირაკლი ნადირაძე - ა/ო „კავშირი ბერილუსის“ დირექტორი (საქართველო)
თამარ მოსიაშვილი - ა/ო „კავკასიური ქსელი ბავშვებისათვის“ კოორდინატორი (საქართველო)
ანალიტ მურადიანი - სომხეთის რესპუბლიკის საშუალო განათლების დეპარტამენტი
ეკატერინე დგებუაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის უფროსი (საქართველო)
ანათინ ბაკშიანი - სომხეთის ნაციონალური განათლების უნივერსიტეტი
არმაინ ავაგიანი -  სომხეთის პედაგოგიური უნივერსიტეტის სპეციალური განათლების დეპარტამენტის დეკანი
მარიკა სიხარულიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი (საქართველო)
ეკატერინე კორძაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი
ანაჰით ხოსროვიანი -  ერევნის #20 სკოლის დირექტორი (სომხეთი)
მაგდა ბარამიძე - თბილისის #81 საჯარო სკოლის დირექტორი (საქართველო)
ვალდუჰ კატინიანი -  რესპუბლიკური მედიკო-ფსიქოლოგიური ცენტრის დირექტორი (სომხეთი)
კონფერენციამ მთელი დღე დაიკავა. მოხსენებები იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული. წარმოდგენილი იყო კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ინკლუზიური განათლების განვითრების როგორც საკანონმდებლო ბაზა, ასევე ამ მხრივ სკოლებისა და ცენტრების პრაქტიკული საქმიანობები.
მეორე დღე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას დაეთმო
ჩვენ ვნახეთ დილიჟანისმსოფლიო კოლეჯი. კოლეჯმა აღაფრთოვანა ყველა მნახველი თვისი ორიგინალურიბით ლაბორატორიბით, ბიბლიოთეკით, სახელოსსნოებით, სპორტული კომპლექსით და რაც კიდევ უფრო მეტად აღსანიშნავია სრულიად ადაპტირებული გარემოთი. ნებისმიერ სართულსა და ნებისმიერ კაბინეტში შესაძლებელია ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანის სრულფასოვანი გადაადგილება და სწავლა. საინტერესო იყო ისიც, რომ ამ კოლეჯში სწავლობს ქართველი მტუდენტებიც და მათ შორის სრული დაფინანსებითაც.  ასევე ვნახეთ დილიჟანის #2 სკოლა, რომელიც ახორციელებს ინკლუზიურ განათლებას. სკოლაში დირექტორთან შეხვედრისას ბევრ პრაქტიკულ თემებზე ვისაუბრეთ. ასევე ვნახეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების ნიმუშები სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეებისათვის. დავესწარით გაკვეთილებს, სადაც მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი შშმ მოსწავლეები. ასევე ვნახეთ სარეაბილიტაციო დღის ცენტრი უახლესი აღჭურვილობით, სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეებისთვის როგორც ათასგვარი რესურსი ფაზლების, კუბიკების და ა. შ. სახით, ასევე მათ მიერ შესრულებული ნახატები და ხეზე კვეთის ნიმუშები. შევხვდით მშობლებს და გავეცანით მათ საჭიროებებს. შემდეგ მოეწყო დისკუსია კონფერენციის მონაწილეებს შორის. ერთმანეთს გავუცვალეთ ჩვენი გამოცდილებები. მოხდა სიტუაციის ანალიზი. დისკუსიას ლაიტმოტივად გაცდევდა, რომ მასწავლებელთა ინკლუზიური სწავლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა უნნიშვნელოვანესი და გადაუდებელი საჭიროებაა რეგიონში.
საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ კონფერენციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაში და დამანახა ის საჭიროებები, რომლებიც გადაუდებლად უდგას ჩემს კონკრეტულ სკოლასა და მასწავლებელს. ასევე აუცილებელია კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჩემი, როგორც მასწავლებლის, და მე ამ მხრივ აქტიური ნაბიჯების გადადგმა დავსახე მიზნად.


10-13 მაისი 2015 წელი



0 коммент.:

Отправить комментарий