სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჩუბინიძის პორტფოლიო

მეორე ეროვნული კონფერენცია

ეროვნული კონფერენცია
“საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
ანგარიში
2014 წლის სექტემბერში საქართველოს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადდა ეროვნული კონფერენცია თემაზე „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“. კონფერენციის თემატიკა მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას:
1.      ნტეგრირებული გაკვეთილი;
2.       პროექტ-გაკვეთილი; 
3.      კვლევაზ/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; 
4.      ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; 
5.      საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; 
6.      ინოვაციური მეთოდები;
7.      საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
8.      არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
9.       მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა 
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მივიღე თემით „პირამიდა“ (ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში) წარმოდგენილი მქონდა სამოდელო გაკვეთილი აღნიშნულ თემაზე. თემა შეირჩა გამარჯვებულ თემებს შორის და 15-17 დეკემბერს ვიმყოფებოდი კონფერენციაზე მომხსენებლად წყალტუბოში.
კონფერენციას გარდა გამარჯვებული თემების ავტორი მასწავლებლებისა ესწრებოდნენ საქართველოს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და  ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის რეგიონალური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ბატონმა ლაშა მკურნალიძემ. იგი მიესალმა მონაწილეებს, მიულოცა მათ გამარჯვება, გააცნო დღის წესრიგი და წარმოადგინა საგნობრივი ჯგუფებისა და საგნების ექსპერტები ასევე მოვისმინეთ მათემატიკის საგნობრივი კონსულტანტის ბატონი ზაქარია გიუნაშვილის პრეზენტაცია თემაზე „პროექტზე დაფუძნებული სწავლება“. მომხსენებელმა დაწვრილებით განიხილა პროექტებზე მუშაობის დადებითი მხარეები. ის უნარები, რომელთა განვითარებასაც ხელს უწყობს პროექტებით სწავლება. მომხსენებელმა ნინო ლაბარტყავამ წარმოადგინა თემა „სწავლის დიფერენციაცია მრავალმხრივ ინტელექტზე დაყრდნობით“ აღნიშნული პრეზენტაციაც ძალიან საინტერესო გამოდგა. იგი განიხილავდა სხვადასხვა ინტელექტის მოსწავლეებისათვის დიფერენცირებულ მიდგომებს.
დღე ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი აღმოჩნდა. მეორე დღეს შემდეგ მუშაობა და თემების პრეზენტაცია გაგრძელდა საგნობრივ სექციებში. მათემატიკის სექციას ხელმძღვანელობდა ბატონი ზაქარია გიუნაშვილი.
            მეორე დღე იყო უაღრესად საინტერესო.  წარმოდგენილი იყო  8 საპრეზენტაციო თემა:
1.      მრავალწახნაგების კვეთების აგება- მომხს. თინათინ სვანაძე - სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლა;
2.      ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლების პროცესში - მომხს. თამარ წერეთელი - ქუთაისის ამერიკული სკოლა „პროგრესი“
3.      მათემატიკური ციხე-სიმაგრე „ბოიარდი“ -  მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად - მომხს. ბელა გელხვიიძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლა;
4.      გეომეტრია ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურაში - მომხს. მერი ჯაფარიძე - ციხისძირის საჯარო სკოლა;
5.      „პირამიდა“ - ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში - მომხს.  ნონა ჩუბინიძე -  სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლა;
6.      დიდაქტიკური თამაშები მათემატიკაში - მომხს. ქეთევან რუხაძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის #40 საჯარო სკოლა;
7.      კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - მომხს. მანანა წულაია - სსიპ წყალტუბოს #1 საჯარო სკოლა;
8.      როგორ ავაღორძინოთ სოფელი - მომხს. თამილა კირკიტაძე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ტაბაკინის  საჯარო სკოლა
კონფერენციამ საინტერესო და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ცალკე აღნიშვნის ღირსია არაფორმალური შეხვედრები და საუბრები გამოცდილების გაზიარების მიზნით. მე დავინახე უამრავი გზა და მეთოდი, როგორ შეიძლემა მათემატიკა, ეს თითქოს მშრალი მეცნიერება, გავხადოთ უფრო საინტერესო მოსწავლეებისათვის.
მე ვგეგმავ, რომ აუცილებლად გავხადო პოპულარული ეს კონფერენცია ჩემი სკოლის მასწავლებლებისათვის. კათედრაზე გავუზიარო კოლეგებს ჩემი გამოცდილება და ავუმაღლო მოტივაცია, რათა მათაც დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი ტიპის აქტივობები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ წელს დაგეგმილ კონფერენციაში.

ნონა ჩუბინიძე
15-17 დეკემბერი
წყალტუბო

0 коммент.:

Отправить комментарий