სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჩუბინიძის პორტფოლიო

ინტეგრირებული გაკვეთილები




გაკვეთილის გეგმა.
29.01.2015 წ.
მასწავლებლი სახელი და გვარი
სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ: ნონა ჩუბინიძე
გაკვეთილის თემა
წილადები
სწავლების საფეხური, კლასი, დისციპლინა
დაწყებითი საფეხური (I)   კლასი VI
საგანი მათემატიკა
მოსწავლეთა რაოდენობა
32 მოსწავლე
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა
2 მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
წილადის არსის გამეორება. წილადის ძირითადი თვისებისა და სხვადასხვამნიშვნელიან წილადებზე მოქმედებები. წილადის შესახებ ცოდნის გამოყენება მუსიკაში.
როვნული სასწავლო  გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი.
მათ.V.7.  მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას;
მათ. VI.6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·   ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას, უტოლობას, ან განტოლებას.
მუს.VI.4მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კითხულობს და წერს ნოტებს ვიოლინოს, ბანის გასაღებში;
·           ამოიცნობს და იყენებს ალტერაციის ნიშნებს;
·           ჩაწერს ტაშით ან კაკუნით გადმოცემულ რიტმულ ნახაზს;

საშინაო დავალების გამოკითხვა, გამოწვევა
დრო   12 წთ
აქტივობა 1. (საშინაო დავალება) ვამოწმებ საშინაო დავალებას, 1-2 მოსწავლეს ვაკითხებ.
სსსმ მოსწავლის დავალებას ვნახულობ ცალკე
აქტივობა 2. (კითხვა-პასუხი) ვსვამ შემდეგ კითხვებს; (გონებრივი იერიში)
·       რა  არის წილადი? (გაყოფის შედეგი)
·       როგორია  წილადი, რომლის მრიცხველი მეტია? (არაწესიერი)
·       რომლის მნიშვნელი მეტია მრიცხველზე? (წესიერი)
·       რას აღნიშნავს წილადის მნიშვნელი
·       მრიცხველი?
·       ერთი მეტია თუ არაწესიერი წილადი?
·       ერთი მეტია თუ წესიერი წილადი?
·       არაწესიერი წილადია მეტი თუ წესიერი?
·       რომელია წილადის ძირითადი თვისება?
·       რას ნიშნავს წილადის შეკვეცა?
ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება
პირამიდის თვისებების გაცნობა
დრო 15 წთ
აქტივობა 1.  მოსწავლეებს რიგის მიხედვით ვურიგებ დავალებას, წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე მოცემულია სხვადასხვა ფიგურა, რომლებიც დაყოფილია სხვადასხვა რაოდენობის ტოლ ფიგურებად და მიწერილი აქვთ წილადები. მოსწავლეებმა თითოეულ ფიგურაზე უნდა დაშტრიხონ წილადის შესაბამისი არე. სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთმანეთს გაუსწორებენ თავიანთ ნამუშევარს. ტიპიურ შეცდომებს განვიხილავთ დაფასთან.
სსსმ მოსწავლეს ეძლევა დიფერენცირებული დავალება. მას ფურცელზე უწერია ერთნაირმნიშვნელიანი წილადები, რომლებიც უნდა დაალაგოს ზრდადობის მიხედვით.
აქტივობა 2. დაფაზე ვასრულებთ წილადების შეკრების მაგალითებს. 3-4 მაგალითი.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუხსნით წილადის გამოყენების შესახებ. როგორ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში წილადი. მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ წილადები  გამოიყენება მისიკალური ნაწარმოებების აწყობის დროსაც.
აქტივობა 3. მუსიკის მასწავლებელი სვამ სკითხვებს:
·      რა ზომისაა მთელი ნოტი (4)
·      როგორ იყოფა მთელი ნოტი (2/4; 2/4)
·      როგორ იყოფა ნახევარი ნოტი (1/8, 1/8; 1/8; 1/8)
·      როგორ ჩაიწერება თითოეული ნოტი
·      როგრ ხდება ტაქტის აწყობა ზომის მიხედვით
აქტივობა 4. მუსიკის მასწავლებლის მიერ კარნახის ჩაწერა ტაშის მეშვეობით.
აქტივობა 5. კარნახით ჩანაწეერ თითოეულ ნოტზე ზომების მიწერა წილადის მეშვეობით
აქტივობა 6. თითოეულ ტაქტში წილადების შეკრება და დადგენა, არის თუ არა ყველა ტაქტში თანაბარი ზომა.
გამთლიანება/რეფლექსია
დრო 10 წთ
აქტივობა 1. (კითხვა-პასუხის) მოსწავლეებს ვისვამთ კითხვებს:
. როგორ გამოიყენება მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მუსიკაში
. შესაძლებელია თუ არა მუკიკამ გადაჭრას ნაწარმოების შექმნისას შექმნილი პრობლემა მათემატიკის ცოდნის გარეშე
. ცხოვრებაში თუ გახსენდებათ მაგალითები, როცა აუცილებლად დაგჭიდრათ წილადის ცოდნა
აქტივობა 2. ცოდნის გამთლიანების მიზნით მოსწავლებს ვაჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ ვიდეორგოლს წილადების შესახებ
საშინაო დავალება
დრო 3 წთ
მათემატიკის სახელმძღვანელო. გვ 35. #1; #2; 3;  #5 ასევე ვავალებ გაარკვიონ დღე-ღამის რა ნაწილს უთმობენ მეცადინეობას, სკოლაში ყოფნას და ძილს.
სსსმ მოსწავლეს ვავალებ შეასრულოს მხოლოდ პირველი დავალება 
შეფასება დრო 3 წთ
მოსწავლეები შეფასდებიან მხოლოდ განმავითარებელ შეფასებით 
საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, სანოტო რვეული, სახელმძღვანელო: მათემატიკა – VI კლასი. ი. რუხაძე




თვითშეფასება
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. დავალებაში გაურკვეველი არაფერი იყო. რამდენიმე მოსწავლეს წავაკითხე დავალება და გადავედი წინა მასალის გამოკითხვაზე.
გაკვეთილი დაიწყო წილადების თემის გამეორებით. ბავშვებმა გაიმეორეს წილადის რაობა, არაწესიერი და წესიერი წილადები, წილადის ძირითადი თვისება, წილადების შეკვეცა, შეკრებისა და გამოკლების ხერხები და გააკეთეს რამდენიმე მაგალითი ამ თემაზე. შემდეგი აქტივობა იყო წყვილებში მუშაობა. ბავშვებს დავურიგე წინასწარ გამზადებული სამუშაო ფურცლები, რომლებზეც სხვადასხვა ფიგურა დაყოფილი იყო სხვადასხვა რაოდენობის ტოლ ნაწილებად და გვერდით მიწერილი იყო წილადები. მოსწავლეებს უნდა დაეშტრიხათ წილადის შესაბამისი არე თითოეულ ნახაზზე. დავალების შესრულების შემდეგ ბავშვებმა გაცვალეს ნამუშევრები და ერთმანეთის ნამუშევრები შეამოწმეს. შეცდომები განვიხილეთ დაფასთან. ამის შემდეგ ბავშვებს ავუხსენი, თუ რაში გამოადგებათ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა ცხოვრებაში და მაგალითად მოვიყვანე თუ როგორ ხდება მუსიკალური ნაწარმოების აწყობა წილადების მეშვეობით. მუსიკის მასწავლებელმა თამარ გაბისონიამ მოსწავლეებს შეახსენა ნოტის ზომები, მთელი, ნახევარი, მეოთხედი და მერვედი ნოტის ჩაწერის ხერხები. სქემატურად გამოსახეს როგორ იყოფა მთელი ნოტი და რა გრძლიობა აქვს თითოეულ ნოტს. შემდეგ კი მოსწავლეებს ჩააწერინა კარნახი. კარნახის ჩაწერის შემდეგ მოსწავლეებმა თითოეულ ნოტს მიუწერეს შესაბამისი ზომა წილადის სახით.  მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის მეშვეობით მარტივად დადგინდა, რომ ყველა ტაქტში აღმოჩნდა ერთი და იგივე ზომის ნოტები. გაკვეთილის ბოლოს კლასს ვაჩვენე ჩემ მიერ საპრეზენტაცო ფორმატ powtoon-ში შექმნილი ელექტრონული რესურსი წილადების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს რესურსი ატვირთულია საიტზე www.youtoobe.com და მოსწავლეებს საშუალება აქვს ნებისმიერ დროს ნახონ ის და ამ სახალისო ვიდეოს მეშვეობით გაიმეორონ მასალა.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. დამსწრე საზოგადოებამ დაუფარავად აღნიშნა, რომ მათთვისაც აღმოჩენა იყო მათემატიკასა და მუსიკას შორის ასეთი მჭიდრო კავშირი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა გაბისონიამ აღნიშნა, რომ წილადების თემა კარგად ებმის ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებსაც. კერძოდ ლექსის ზომა, ტაეპი, რიტმი აწყობილია მსგავსი კანონზომიერებით. ამ ასაკის ბავშვებისათვის ეს ჯერ უცხოა, მაგრამ კარგია იცოდნენ ამ კავშირის შესახებაც.
საბოლოოდ კლასმა კარგად დაინახა მათემატიკის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის აუცილებლობა და მისი გამოყენების გზები სხვადასხვა სიტუაციაში. მათთვის სხვადასხვა საგანთა კავშირის დანახვით უფრო გასაგები გახდა ეს ერთი შეხედვით რთული თემა.

ნონა ჩუბინიძე

29.01.2015 წელი

0 коммент.:

Отправить комментарий