სკოლის მაკეტი
პრობლემა:
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია თეორიისა
და პრაქტიკის ერთმანეთში შერწყმის სწავლა, ეს კი მხოლოდ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის
ტრანსფერის მეშვეობით მიიღწევა. როგორც კვლევამ აჩვენა, ხშირია შემთხვევები, როცა მოსწავლეები
მნიშვნელოვანო ცოდნის დაგროვებას ახერხებენ გაკვეთილზე, ჩართულნი არიან საგაკვეთილო
პროცესში, შეუძლიათ ესა თუ ის პრობლემა ძალიან წარმატებით გადაჭრან ფურცელზე, მაგრამ
არ შეუძლიათ ელემენტალური გაზომვები აწარმოონ ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში. მაგ არ
შეუძლიათ გაიგონ რამდენი კვადრატული მეტრი კაფელი დასჭირდება ოთახს, ან უჭირთ გაარკვიონ როგორ შეარჩიონ გამათბობელი ოთახის მოცულობის მიხედვით
და ა. შ. მოსწავლეებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ უჭირთ პრაქტიკულ მაგალითებამდე დაიყვანონ
გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.ასევე დაბალია წარმოსახვის უნარი და უჭირთ რეალური ზომების
მასშტაბში აღქმა. გასათვალიოსწინებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური მუშაობის
პრინციპები თითქოს იციან, მაინც უჭირთ ჯგუფებში მუშაობა. უჭირთ მიიღონ გადაწყვეტილებები
და ძნელად აღიქვამენ განსხვავებულ აზრს და შეჯერება, საერთო დასკვნამდე მისვლა და რელევანტური
გზის შერჩევა მაინც პრობლემად რჩება.ხშირად თავს იჩენს ხოლმე კომუნიკაციის პრობლემა,
რაც აძნელებს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე უჭირთ სამუშაოს შერულების დროს
ვადების დაცვა.
მიზანი:
ბავშვები შეძლებენ მასშტაბის არსში გარკვევას,
მოახდენენ გაკვეთილზე მითებული ცოდნის ტრანსფერს და გაუუმჯობესდებათ კომუნიკაციისა
და გუნდური მუშაობის უნარები
მიზნობრივი
ჯგუფი: V-VII
კლასის 20 მოსწავლე
მოსალოდნელი
შედეგები: მოხდება მოსწავლეთა გარკვევა მასშტაბის არსში, შეძლებენ გაკვეთილებზე მიღებული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, საკუთარი ხელით შექმნიან სკოლის მაკეტს, ამისათვის
ყველა მონაწილე შეასრულებს თავის ფუნქციას. მოსწავლეები ისწავლიან მიზნების ჩამოყალიბებას,
პრობლემის გადაჭრის უამრავი გზიდან ყველაზე რელევანტური გზის შერჩევას, გაუუმჯობესდებათ
კომუნიკაციის უნარები, შეძლებენ დავალებების დრგეგმილ დროში შესრულებას და ზოგადად
ისწავლიან დროის ფასს.
განხორციელების
გზები:
1. მოხდება მოსწავლეებისათვის იმფორმაციის მიწოდება
და გამოვლინდებიან მოხალისეები.
2. მოხალისეთა ჯგუფში
გაირკვევა ინტერესთა სფეროები, რომლის მიხედვითაც განაწილდებიან ისინი ჯგუფებად.
3. სასტარტო შეხვედრაზე
აირჩევა საინიციატივო ჯგუფი, რომელის კოორდინირებას გაუწევს პროექტის მიმდინარეობას.
(2-3 მოსწავლე)
4. მოსწავლეები დაიყოფიან
4 ჯგუფად ინტერესთა სფეროების მიხედვით. (თითოეულში 4 მოსწავლე) პირველი ჯგუფი შეასრულებს
სკოლის გაზომვას(შენობა,კარებები, ფანჯრები, თაღები, აივნები, კიბეები, დარბაზი, დამხმარე
ნაგებობები). მეორე ჯგუფი შეასრულებს გამოთვლევს ისინი პირველი ჯგუფის მიერ გადაცემულ
ზომებს სხვადასხვა მასშტაბით გადაიყვანენ სხვადასხვა ზომებში და წარუდგენენ საინიციატივო
ჯგუფს. საინიციატივო ჯგუფი მათთან ერთად შეარჩევს თუ რომელი მასშტაბის გამოყენება იქნება
უმჯობესი სკოლის მაკეტის გასაკეთებლად. მესამე ჯგუფი შეარჩევს მასალას სკოლის მაკეტისათვის
მიწოდებული ზომების საფუძველზე შეასრულებს გამოჭრებს, შეწებებას და სხვა საჭირო სამუშაოებს.
საბოლოო ჯამში შეიქმნება სკოლის მაკეტი. ზედაპირის მოპირკეთებისათვისაც იზრუნებს მესამე
ჯგუფი. მეოთხე ჯგუფი შექმნის ლიფლეტებს რომელშიც იქნება მოკლე ინფორმაცია პროექტის
მიმდინარეობის შესახებ, გაფორმებული იქნება ფოტოებით და გაავრცელებს სკოლის საზოგადოებაში.
ასევე ეს ჯგუფი უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების
გავრცელებას სოციალურ ქსელ ფეისბუქის სკოლის გვრდზე. http://www.facebook.com/qutaisisskola
.
5. მოხდება პროექტის პრეზენტაცია და პროექტის შეჯამება.
ყველა აქტივობა აისახება ფოტო ობიექტივზე.
სამუშაოთა ჩამონათვალი
#
|
სამუშაოთა ჩამონათვალი
|
I კვ
4-8 მარტი
2013 წ
|
II კვ
11-15 მარტი
|
III კვ
18-22 მარტი
|
IV კვ
25-29 მარტი
|
V კვ
1-5 აპრილი
|
VI კვ
8-12 აპრილი
|
VII კვ
15-19 აპრილი
|
VIII კვ
22-26
აპრილი
|
პასუხისმგებელი პირი
|
1.
|
მოსწავლეთა ინფორმირება
|
X
|
ნონა ჩუბინიძე
|
|||||||
2.
|
მოხალისეთა გამოვლენა
|
X
|
ნონა ჩუბინიძე
|
|||||||
3.
|
საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა
|
X
|
ნონა ჩუბინიძე
|
|||||||
4.
|
ინტერესთა სფეროების გარკვევა
|
X
|
X
|
ნონა ჩუბინიძე
|
||||||
5.
|
ინტერესთა სფეროების მიხედვით ჯგუფების ჩამოყალიბება
|
X
|
ნონა ჩუბინიძე
|
|||||||
6.
|
სკოლის გაზომვების ჩატარება
|
X
|
X
|
I ჯგუფი
შოთა ცნობილაძე
|
||||||
7.
|
გაზომილ მასალაზე მუშაობა, გამოთვლების ჩატარება და მასშტაბის შერჩევა
|
X
|
II ჯგუფი ანი სვანიძე
|
|||||||
8.
|
მაკეტის შექმნა
|
X
|
X
|
III ჯგუფი
საბა სეფისკვერაძე
|
||||||
9.
|
ლიფლეტების დამზადება-დარიგება
|
X
|
IV ჯგუფი
დათო აბულაძე
|
|||||||
10.
|
პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება
|
X
|
ნონა ჩუბინიძე
|
|||||||
11.
|
მონიტორინგი
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
ელისო ჯიბლაძე
|
ბიუჯეტი
#
|
აღწერა
|
ერთეულის
ღირებულება
|
ერთულის
რაოდენობა
|
მთლიანი
ღირებულება
|
სხვა წყაროებიდან მისაღები კონტრიბუცია
|
დააკონკრეტეთ კონტრიბუციის წყარო
|
MDF
|
100
|
0
|
სკოლის წვლილი
|
|||
ლიფლეტის
დამზადება
|
0.75
|
200
|
150
|
0
|
სკოლის წვლილი
|
|
კომპიუტერი
|
650
|
2
|
1,300
|
0
|
სკოლის წვლილი
|
|
პრინტერი
|
125
|
1
|
125
|
0
|
სკოლის წვლილი
|
|
ქსეროქსი
|
250
|
1
|
250
|
0
|
სკოლის წვლილი
|
|
წებო
|
10
|
1
|
10
|
0
|
||
სანტიმეტრი
|
10
|
5
|
50
|
0
|
სკოლის წვლილი
|
|
საკანცელარიო
საშუალებები
|
30
|
1
|
30
|
0
|
სკოლის წვლილი
|
ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი. სკოლაში, მეორე სართულზეა მაკეტი. კარგი ნამუშევარია <3
ОтветитьУдалить