კათედრასთან თანამშრომლობა.
მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული კონფერენციის
დასკვნით ეტაპზე დაბა ჩაქვში ყოფნის დროს მათემატიკის სექციაში წარმოდგენილი იყო საკონფერენციო
თემა, რომელიც ასახავდა თუ როგორ იყენებს მასწავლებელი შემაჯამებელი ან სხვა ტიპის
ტესტირების დროს easyQuizzy-ს პროგრამას. აღნიშნულმა პროგრამამ ძალიან დამაინტერესა.
შევისწავლე მისი ყველა ნიუანსი და შევქმენი პროგრამის სასწავლო ტუტორიალი. შევიკრიბეთ
სკოლის მასწავლებლები, სადაც გავაცანი მათ ამ პროგრამის შესახებ. შეხვედრაზე მასავლებლებს
გავაცანი, რომ ეს არის პროგრამა, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა მინიმალურ დროში
გავიგოთ თუ როგორ გაიგო ახსნილი მასალა თითოეულმა მოსწავლემ. ტესტის გაკეთებას მოსწავლე
2-3 წუთზე მეტს არ მოანდომებს. მის ნამუშევარს არ ჭირდება შემოწმება, რადგან პროგრამა
თითონ უწერრს ქულებს ჩვენს მიერ წინასწარ მინიჭებული დიაპაზონის მიხედვით. პროგრამა
საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტიპის კითხვები შევთავაზოთ მოსწავლეებს (არჩევით პასუხი
რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან, პოლარული კითხვები, შესაბამისობის დადგენა, პასუხების
თანმიმდევრობების დადგენა და ა. შ.). ასევე შესაძლებელია შეიქმნას კითხვების ბაზა,
მაგალითად 1000 კითხვა და მოსწავლეებს გამოუჩნდეთ მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებული კითხვების
რაოდენობა (1-, 20, 30), რომელსაც პროგრამა შერჩევითი შერჩევით გამოაჩნეს. ასევე შესაძლებელია
ერთიდაიგივე კითხვას ორ სხვადასხვა კომპიუტერში ან ორჯერ გახსნისას პასუხები გამოუჩნდეს
არეულად. მასწავლებლები დაინტერესდნენ აღნიშნული სიახლით და დავგეგმეთ შეხვედრა-მინი
ტრენინგი დაინტერესებულ მასწავლებლებთან. შეხვედრა დაიგეგმა მათემატიკის კათედრის ბაზაზე
და მასში მუშაობის სურვილი გამოთქვა მათემატიკის ყველა მასწავლებელმა: აზა მარუაშვილმა,
თინიკო კოხრეიოძემ, ინეზა გაბადაძემ, ნინო სტურუიამ და აზო ჯაბიევამ, ინგლისური ენის
მასწავლებელმა ნინო კანდელაკმა, ფიზიკის მასწავლებელმა ნანა სვანიძემ და ასევე ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა გაბისონიამ. ტრენინგი ჩატარდა სკოლის კომპიუტერულ
ლაბორატორიაში. ტრენინგი დავიწყეთ პროგრამის გადმოწერით, რომელიც უმარტივესია და ძალიან
ადვილად მოხერხდა დაინსტალირება. ამის შემდეგ პროექტორის მეშვეობით ვაჩვენე ყველა მასწავლებელს
თითოეული ნაბიჯი. ისინი ჩემი მითითებებით მარტივად ახერხებდნენ როგორც კითხვის სტილის
შერჩევას, ასევე კითხვების ჩაწერას, შემდეგ მასწავლებლებთან ერთად ვნახეთ თუ როგორ
შეეძლოთ კითხვების ბაზიდან შეერჩიათ კითხვების სასურველი რაოდენობა, როგორ შეიძლებოდა
მიენიჭებინათ მთელი ტესტისათვის დრო, ასევე როგორ შეიძლებოდა თითოეულ კითხვას ჰქონოდა
საკუთარი დრო. ასევე ჩემთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ტესტისთვის ქულების მინიჭების
ეტაპები. პრაქტიკულად ტრენინგის პირველივე წამებიდან ყველა მონაწილე თვითონ ქმნიდა
ტესტს საკუთარ კომპიუტერში, თითონ წერდნენ მათთვის სასურველ კითხვებს, თვითონ ანიჭებდნენ
დროსაც და თვითონვე ირჩევდნენ ქულის დაწერის დიაპაზონებს. მასწავლებლებს ძალიან მოეწონათ
პროგრამა. იგი საშუალებას იძლევა თემის ამოწურვისას ან ჩვეულებრივ სამუშაო გაკვეთილზე
რამდენიმე კითხვიანი ტესტი ინდივიდუალურად შესთავაზო მოსწავლეებს. პროგრამა შერჩევითი
შერჩევის მეთოდით ან წინასწარ გამიზნულად (როგორც მასწავლებელი აირჩევს) მიაწოდებს
მოსწავლეებს ტესტს და მოსწავლეების შედეგების მიხედვით, უმოკლეს დროში (2-3 წთ) მასწავლებელს
ეძლევა ნათელი სურათი თუ რომელი საკითხი დარჩა გაურკვეველი თითოეულ მოსწავლეს. იგი
ძალიან კარგი საშუალებაა მომავალი გაკვეთილების დასაგეგმად. მასწავლებლებმა ამავე ტრენინგზე
გამოთქვეს მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა თუ ამ პროგრამაში შექმნიდნენ მთელი კლასების
კითხვების ბაზებს და ბოლო შემაჯამებელ დავალებას დაწერდნენ აღნიშნული პროგრამის გამოყენებით.
ეს ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასაც. მით უფრო
რომ პროგრამა ძალიან ჰგავს და თითქმის იდენტურია CAT-ის გამოცდების. ამჯერად ბავშვები კარგად მოემზადებოდნენ
გამოსაშვები გამოცდებისთვისაც და ფსიქოლოგიურ ბარიერსაც ნელ-ნელა დაძლევდნენ. ვინაიდან
აღნიშნულ შეხვედრაში მათემატიკის ყველა მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას, გადაწყდა,
რომ ბოლო შემაჯამებელი დავალებები მთელ სკოლაში სწორედ ამ პროგრამის გამოყენებით შესრულებულიყო.
შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა ყველა კლასის კითხვების ბაზა. აღნიშნული ბაზები შეგროვდებოდა
მათემატიკის კათედრის გამგესთან და შემაჯამებელ დავალებებზე გამოყენებული იქნებოდა
ჩვენი ნამუშევარი. კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე, რაც ამ პროგრამის გამოყენებას
აქვს ისაა, რომ მას არ ჭირდება ინტერნეტი, ამიტომ მისი გამოყენება ძალიან მარტივია.
შეხვედრამ ძალიან საქმიან და მხიარულ ვითარებაში ჩაიარა. მასწავლებლები კმაყოფილები
იყვნენ აღნიშნული სიახლის დანერგვით.
0 коммент.:
Отправить комментарий