სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჩუბინიძის პორტფოლიო

პირველი ეროვნული კონფერენცია

ეროვნული კონფერენცია
“საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
ანგარიში
2013 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადდა ეროვნული კონფერენცია თემაზე „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“. კონფერენციის თემატიკა მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას:
1.      ნტეგრირებული გაკვეთილი;
2.       პროექტ-გაკვეთილი; 
3.      კვლევაზ/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; 
4.      ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; 
5.      საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; 
6.      ინოვაციური მეთოდები;
7.       საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
8.      არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
9.       მშობელთა და საზოგადოების (თემის) ჩართულობა 
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მივიღე თემით „საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში“ წარმოდგენილი მქონდა პროექტი „ჩვენი სკოლის მაკეტი“. თემა შეირჩა გამარჯვებულ თემებს შორის და 23-25 დეკემბერს ვიმყოფებოდი კონფერენციის დასკვნით ეტაპზე ჩაქვში.
კონფერენციას გარდა გამარჯვებული თემების ავტორი მასწავლებლებისა ესწრებოდნენ საქართველოს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და  ბათუმის, ქუთაისისა და თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა ქალბატონმა ნინო გორდეზიანმა და წარმოადგინა 20132 წლის ანგარიში. გამომსვლელმა ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომლებზეც გასულ წელს იმუშავა ცენტრმა. ესენია:
1.      ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის - ეთნიკური უმცირესობით დასახლებული მასწავლებლების მხარდაჭერა.
2.      ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა - სერთიფიცირებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა მივლენა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებში.
3.      ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად - ინგლისურ და ჩინურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა სხვადასხვა ქალაქში უცხო ენის უკეთ შესწავლის ხელშეწყობის მიზნით;
4.      ასწავლე საქართველოსთვის - მაღალმთიან და მიუწვდომელ რაიონებსა და სოფლებში კვალიფიციური მასწავლებლების მილენა;
5.      მასწავლებელთა მაძიებლობის მხარდაჭერის პროგრამა;
6.      პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ტრენინგები;
7.      მასწავლებელთა მომზადება და გადამზადების (ტრენინგების) პროგრამა;
8.      Etvinning Plus-ის პროგრამა (გაცვლითი პროგრამა ევროპისა და სხვა ქვეყნის მასწავლებლებთან თანამშრომლობისთვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის;
9.      სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამა;
10.  ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ტექნოლოგიების (ისტ_ ტრენინგ-პროგრამა;
11.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა;
12.  ინკლუზიური და სპეციალური განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა;
13.  მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა დამხმარე მასალებით უზრუნველყოფა;
14.  პროფესიული ჟურნალი „მასწავლებელი“
15.  საჯარო სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების პროგრამა.
წარმოდგენილი პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი აღმოჩნდა. ქალბატონმა ნინომ აღინიშნა, რომ საქართველოში უამრავი ნოვატორი მასწავლებელია და მათ საჭიროსდ ჩათვალეს დაეგეგმათ ეს კონფერენცია, რათა მოხდეს გამოცდილების გაცვლა-გაზიარება და ასევე ეს იყო ერთი კარგი საშუალება მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა. ეს იყო საქართველოში პირველად ჩატარებული მსგავსი მასტაბის მასწავლებელთა კონფერენცია და დიდი პატივისცემა გამოთქვა მონაწილე პედაგოგების მიმართ. ასევე გასაჯაროვა ციფრები და აღნიშნა, რომ სულ მონაწილეობა მიიღო 400-მდე თემამ. კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა მხოლოდ 107 თემა და ეს იყო უდიდესი წარმატება. ამის შემდეგ მუშაობა და თემების პრეზენტაცია გაგრძელდა საგნობრივ სექციებში. მათემატიკის სექციას ხელმძღვანელობდა ბატონი ზაქარია გიუნაშვილი.
            მეორე დღე იყო უაღრესად საინტერესო. დაიწყო თემების პრეზენტაციები და მე მივხვდი, რომ ეს დღე ნამდვილად იქნებოდა საუკეთესო საშუალება ჩემი, როგორც მასწავლებლის, პროფესიული ზრდისთვის. წარმოდგენილი იყო  18 საპრეზენტაციო თემა:
1.      სივრცული ფიგურების სიბრტყით კვეთების სწავლება ისტ-ის გამოყენებით - მომხს. ციალა კაცაძე - რუსთავის #4 საჯარო სკოლა;
2.      ისტ-ის გამოყენება სწავლებაში - მომხს. ბადრი კაპანაძე - ახალციხის პირველი საჯარო სკოლა;
3.      ინოვაციური მეთოდები მათემატიკის სწავლებაში - მომხს. თენგიზ კუჭავა - ბათუმის #6 საჯარო სკოლა;
4.      ორიგამი - გეომეტრისს სწავლების ერთ-ერთი მეთოდი - მომხს. ნანა კენჭოშვილი - ქუთაისის #1 საჯარო სკოლა;
5.      სიმეტრია ჩვენს ირგვლივ -მომხს.  ქეთევან რუხაძე -  ქუთაისის #40 საჯარო სკოლა;
6.      მონაცემთა ანალიზი და მაჩვენებლიანი ფუნქცია საბანკო სისტემაში - მომხს. ნინო ახალკაცი - თბილისის #10 საჯარო სკოლა;
7.      მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა საგაკვეთილო პროცესში მათემატიკის სწავლებისას - მომხს. მზია დადვანი - დაბა აგარის საჯარო სკოლა;
8.      სამყარო და სიმეტრია - მომხს. ნანი შევარდენიძე - რუსთავის #16 საჯარო სკოლა
9.      „მასშტაბი“-საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში - მომხს. თამარ გოზალიშვილი- გორის #3 საჯარო სკოლა
10.  საგნობრივი ცხოვრების ტრანსფერი ცხოვრებაში - მომხს. ირმა ქარდავა - ჯვარის საჯარო სკოლა
11.  სოფლის ტკივილი - მომხს. თამილა კირკიტაძე - სოფ. ტაბაკინის საჯარო სკოლა
12.  ოქროს კვეთა - მომხს. ირინე ყურაშვილი - ქუთაისის #40 საჯარო სკოლა;
13.  ინოვაციური ბიბლიოთეკა - მომხს. ვარდენ ნიქაბაძე და მაია ლიპარტელიანი - ფარცხანაყანევის საჯარო სკოლა;
14.  სტატისტიკური აზროვნების განვითარება - მომხს. მარინა რამიშვილი - ბათუმის #14 საჯარო სკოლა;
15.  ჩემი საყვარელი საგანი - მომხს. სოფიო ფორჩხიძე - რუსთავის #5 საჯარო სკოლა;
16.  რატომ ვიყენებ პროექტმეთოდს, როგორც სწავლების ერთ-ერთ ფორმას - მომხს. თამარ დუჩეძე - რუსთავის #6 საჯარო სკოლა;
17.  სასწავლო პროცესში მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა მათემატიკის გაკვეთილზე - მომხს. მერი ჯაფარიძე - ციხისძირის საჯარო სკოლა;
18.  საგნობრივი ცხოვრების ტრანსფერი ცხოვრებაში - მომხს. ნონა ჩუბინიძე - ქუთაისის #14 საჯარო სკოლა.
კონფერენციამ საინტერესო და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ცალკე აღნიშვნის ღირსია არაფორმალური შეხვედრები და საუბრები გამოცდილების გაზიარების მიზნით. მე დავინახე უამრავი გზა და მეთოდი, როგორ შეიძლემა მათემატიკა, ეს თითქოს მშრალი მეცნიერება, გავხადოთ უფრო საინტერესო მოსწავლეებისათვის.
მე ვგეგმავ, რომ აუცილებლად გავხადო პოპულარული ეს კონფერენცია ჩემი სკოლის მასწავლებლებისათვის. კათედრაზე გავუზიარო კოლეგებს ჩემი გამოცდილება და ავუმაღლო მოტივაცია, რათა მათაც დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი ტიპის აქტივობები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ წელს დაგეგმილ კონფერენციაში.

ნონა ჩუბინიძე
23-25 დეკემბერი 2013 წ.

ჩაქვი

0 коммент.:

Отправить комментарий