ტრენინგი „კლასის მართვა“
·
klasis marTvis stili:
- demokratiuli
- avtoritaruli
-
qaosuri
·
moswavleTa qcevis marTva jgufebSi, wyvilebSi, diskusiis dros.
·
moswavleebisTvis
sakuTari qcevis Sefasebis, TviTmarTvis unaris Camoyalibeba.
·
moswavleTa qcevis
wesebis SemuSaveba.
·
efeqtiani saswavlo
garemos Seqmna TiToeuli moswavlis
individualuri Taviseburebebis gaTvaliswinebiT.
·
TiToeuli moswavlis pirovnuli da socialuri ganviTarebis
xelSewyoba:
- eTikuri Rirebulebebis Camoyalibeba
- konfliqtis prevencia, konfliqtis konstruqciuli mogvareba
- moswavleTa Soris pozitiuri urTierTobebis Camoyalibeba
damoukidebeli
azris Tavisuflad gamoxatva
თითოეულ საკითხზე ვიმსჯელეთ
ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ტრენინგზე იყო სხვადასხვა სკოლისა და საგნის მასწავლებლები,
ამიტომ საკითხის ირგვლივ მსჯელობა მრავალი კუთხით მიმდინარეობდა. თითქოს ვთანხმდებოდით
კლასის მართვის დემოკრატიული სტილის უპირატესობაზე, მაგრამ ხშირად თავს იჩენდა დადებით
დამოკიდებულება მასწავლებლის გადაჭარბებული როლის მიმართ, რადგან დისციპლინის შენარჩენუბა
ამოსავალი წერტილია. პროფესიონალი პედაგოგი
ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს
მოსწავლის პრობლემურ ქცევაზე. დისციპლინის საკითხი სასწავლო პროცესში ყველა ეპოქაში თანაბრად აქტუალური იყო, თუმცა განსხვავებულ ეპოქებში დისციპლინა განსხვავებულ ნორმებს მოიცავდა.
განვიხილეთ
საკითხი - ავტორიტარული მართვის სტილი და
მისი ძირითადი დამახასიათებლები:
v
მასწავლებლის ბიჰევიორისტული მიდგომა სასწავლო პროცესის მიმარ.
v
მოსწავლეთა მოტივაცია ძირითადად გარეგანია
v სწავლების მეთოდები ორიენტირებულია მთლიანად კლასზე
v გაკვეთილზე დროის დანაწილება ყოველთვის ერთნაირია
v
საკლასო ოთახის სივრცე
დაუნაწევრებელია;
v
ქცევის წესებსა და არასასურველი ქცევის
კორექციას ადგენს სკოლის ადმინისტრაცია
v
სკოლა ჩაკეტილია თემთან ურთიერთობაში, არ ხდება თანამშრომლობა არც ერთ სოციალურ ჯგუფს შორის (სკოლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის) მასწავლებელი ერევა მოსწავლეთა ურთიერთობებში და თავის თავზე იღებს მცირედი პრობლემის გადაჭრასაც კი იმის მიხედვით, თუ, როგორ აფასებს თავად სიტუაციას. მასწავლებლები და სკოლები არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.
სიმულაციურად მაგალითის გამოყენებით განვიხილეთ - მართვის
დემოკრატიული სტილი. აქტივობა ხალისით მიმდინარეობდა და ნათლად დავინახეთ ამ მეთოდის
უპირატესობა სხვებთან შედარებით, რადგან:
Ø
ურთიერთობა დაფუძნებულია მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობაზე.
Ø
კლასი მასწავლებელთან ერთად მუშაობს, ადგენს ქცევის წესებს
Ø
საკლასო ოთახში არსებული მასალები და რესურსები ხელმისაწვდომია
Ø
საკლასო ოთახში სივრცე დანაწევრებულია;
Ø მოსწავლეებში სასურველი ქცევის ჩამოყალიბება ხდება, მხოლოდ სწორი არჩევანის გაკეთებით და არა დასჯით. კლასის მართვის დემოკრატიული
სტილის დროს
Ø
მასწავლებელი ხშირად მიმართავს
მომდევნო ეტაპზე ვისაუბრეთ ქცევის წესების და პროცედურების
მნიშვნელობაზე.
ქცევის წესი ანუ რა გვინდა? წარმოადგნს ზოგად მოლოდინს ან სტანდარტს;
პროცედურა - დეტალური
განმარტებაა იმისა, თუ როგორ განვახორციელოთ
ესა თუ ის ქმედება.
ქცევის წესების შემუშავება საკმაოდ რთულია, გასათვალისწინებელია,
რომ ამ წესებმა უნდა დაარეგულიროს მოსწავლეთა მოქმედებები გარკვეული დროის განმავლობაში.
ამიტომ ლოგიკურია, რომ მათ შემუშავებაში მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
წესების შემუშავებისას
უნდა გვახსოვდეს:
- სასურველია წესების რაოდენობა არ აღემატებოდეს
4-6
- წესები უნდა ჩამოყალიბდეს პოზიტიური ფორმით; მოვარიდოთ
სიტყვებს -”არ” , ” ნუ” ”აკრძალულია”.
- წესები ნათელი და კონკრეტული უნდა იყოს და არ უნდა
იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას.
- წესებს სჭირდება განმარტება რათა გაითავისონ მოსწავლეებმა;
- მოსწავლეებმა წესები უნდა მიიჩნიონ მნიშვნელოვნად
რათა მათ მიაღწიონ სასწავლო მიზნებს
- წესები უნდა გამოვაკრათ თვალსაჩინო ადგილას.
აღმოჩნდა რომ მასწავლებელთა
უმრავლესობას წორედ ამ პროცედურების დაცვით ჰქონდა წესები შემუშავებული. ამის შემდეგ
განვიხილეთ ამ წესების დაცვის საჭიროებებზე.
დაწყებით და საბაზო საფეხურებზე კლასებში ქცევის წესების შემუშავებისა და დაცვის
საკითხის განხილვისას შევთანხმდით შემდეგზე:
დაწყებით კლასებში ქცევის
წესები და პროცედურები შემდეგ სფეროებს
ეხება:
|
საბაზო საფეხურზე ქცევის
წესები და პროცედურები შემდეგ სფეროებს
ეხება:
|
|
|
საბოლოოდ ტრენინგი ბევრის მომცველი
აღმოჩნდა. შევთანხმდით, რომ მასალებს ამ ტრენინგის შესახებ ფართო განხილვის თემად ვაქცევდით
სკოლაში, რათა უკეთ შეძლონ მასწავლებლებმა კლასის მართვა გაკვეთილზე.
ტრენინგი „კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, მედიაწიგნიერება“
2014 წლის 27
ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ვიმყოფებოდი ტრენინგზე „კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,
მედიაწიგნიერება“ დაბა ჩაქვში. ტრენინგი ჩატარდა „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“
ორგანიზებით. ტრენერები იყვნენ ქალბატონები ია ანთაძე, თამარ მოსიაშვილი, სოფო მოსიძე
და თამთა ყუბანეიშვილი.
ტრენინგში მონაწილეობდნენ
საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 15 სხვადასხვა საგნის მასწავლებელი. ტრენინგის პირველ
დღეს გავიცანით ერთმანეთი და ზოგადად შევეხეთ შემოქმედებით აზროვნებას. ასევე ყურადღება
გავამახვილეთ ეროვნულ სასწავლო გეგმის ერთ ერთ გამჭოლ პრიორიტეტზე, „მედიაწიგნიერებაზე“
და ყველამ გამოვთქვით ჩვენი აზრი თუ რას ნიშნავდა ჩვენი გაგებით ის.
მეორე დღიდან
დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა კრიტიკულ აზროვნებაზე. ვნახეთ ქართულად ნათარგმნი პერკინსის
ინტერვიუ, სადაც იგი ნათლად ხსნიდა რას გულისხმობს ეს სააზროვნო უნარი. მოვიფიქრეთ
და ინდივიდუალურად ვიმუშავეთ ჩვენს-ჩვენს საგანში რა აქტივობით შეიძლება მოსწავლეს
განუვითარდეს კრიტიკული აზროვნება. ამ სამუშაოს შესრულებისას მე გამოვიყენე მოძრაობის ამოცანა:
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების
განვითარება
კლასი: მე-5
ესგ-ს ინდიკატორი: მათ.
VI.6. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე: ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის (წრფივი გამოსახულებით
მოცემულ) ტოლობას, უტოლობას ან განტოლებას;
წინარე ცოდნა: ამ ასაკის მოსწავლეებმა უკვე იციან მოძრაობის ამოცანების
ამოხსნა და ასევე რა მიმართებაა სიჩქარეს, დროსა და მანძილს შორის.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს გადასაჭრელად სთავაზობს პრობლემას: A პუნქტიდან B პუნქტის მიმართულებით დღის 12 საათზე გავიდა ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა
12 კმ/სთ სიჩქარით. იგი ჩასვლამდე 3-ჯერ შეჩერდა 5-5 წუთით. B პუნქტში მოიცადა 10 წთ და დაბრუნდა უკან იმავე მიმართულებით
იმავე სიჩქარით. უკანა გზაზეც 3-ჯერ მოუწია 5-5 წუთით გაჩერება. რომელ საათზე ჩამოვა
ავტომანქანა B პუნქტში, თუ A და B პუნქტებს შორის მანძილი 48 კმ-ია.
მოსწავლეთა
უმრავლესობა ფიქრს იწყებს ასე: რომ არსად შეჩერებულიყო ავტომანქანა იგი 48 კმ-ს დაფარავდა
S=48/12=4
სთ-ში. რადგან გაჩერდა სულ 25 წუთი (სამჯერ
5-5 წთ და კიდე 10 წთ) ამიტომ იგი ერთ გზას მოუნდებოდა 4 სთ და 25 წთ. უკანა გზაზეც
რაკი ისევ იგივე სიჩქარითა და იმდენივე გაჩერებებით იარა, უკანა გზასაც მოუნდებოდა
4 სთ და 25 წთ. ესეიგი სულ გზაში იყო 8 სთ და 50 წთ. რაკი ავტომანქანა გავიდა 12 სთ-ზე,
ამიტომ 12 სთ + 8 სთ და 50 წთ = 20 სთ და 50 წთ.
მასწავლებელს აქ აუცილებლად უნდა შეეძლოს გააქტიუროს მოსწავლეთა კრიოტიკული
აზროვნება და მიაქცევინოს ყურადღება ერთ არც თუ ისე უმნიშვნელო დეტალზე. ავტომანქანა
გაჩერდა B პუნქტში 10 წთ. იგი ერთ
გზას მოუნდა არა 4 სთ და 25 წთ, არამედ 4 სთ და 15 წთ. ხოლო 10 წუთით გაჩერდა მხოლოდ
ერთხელ B პუნქტში. ავტომანქანა
მართალია B პუნქტიდან გამოვიდა მოძრაობის
დაწყებიდან 4 სთ და 25 წთ-ში, მაგრამ იგი მოძრაობას მხოლოდ 4 სთ და 15 წთ უნდებოდა.
ამიტომ A პუნქტში ჩამოვიდოდა
მოსწავლეების გამოანგარიშებულზე 10 წთ-ით ადრე ანუ 20 სთ და 40 წთ-ზე.
ამჯერად
მასწავლებელი ამახვილებინებს მოსწავლეებს ყურადღებას იმაზე, რომ პრობლემის გადაჭრას
აუცილებლებლად უნდა მივუდგეთ კრიტიკულად. კარგად გავიაზროთ ყველა დეტალი, რაც უნდა
უმნიშვნელო ჩანდეს იგი ერთი შეხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ ავარჩიოთ ყველაზე მარტივი
და მოსახერხებელი გზა.
შემდეგ მოვახდინეთ
ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციები. ეს ნაწილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ძალიან
საქმიანი დისკუსია გამოიწვია. დღის მეორე ნახევარში მოვისმინეთ კიდევ ერთი ფილმი თუ
როგორ მუშაობს ტვინი და მოვაწყვეთ დიკუსია ამ თემაზე. ვიმსჯელეთ თუ როგორ განსხვავდება
კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ამის არ მქონე ადამიანისაგან. ასევე ვისაუბრეთ ცოდნის
ეკონომიკასა და „ყუთს გარეთ“ აზროვნებაზე. დღე ძალიან საინტერესო გამოდგა.
მესამე დღეს გავიხსენეთ
წინა დღის თემები და მოვისმინეთ თამარ მოსიაშვილის თემა კრიტიკულ აზროვნებაზე და თანდათან
დავუკავშირეთ ის შემოქმედებით აზროვნებას. ვიმსჯელეთ სად გადის ზღვარი კრიტიკულ და
შემოქმედებით აზროვნებას შორის. რომ შემოქმედებითი აზროვნების შედეგი არის პროდუქტის
შექმნა, ხოლო კრიტიკული აზროვნების შედეგი არის გადაწყვეტილების მიღება. ამჯერად მოგვიწია
უფრო ახლოს მივსულიყავით ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და კონკრეტული კლასის ინდიკატორების
გამოყენებით მოგვეფიქრებინა ჩვენს საგანში აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობდა მოსწვალეებში
შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ჩემი მოფიქრებული აქტივობა იყო შემდეგი:
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების
განვითარება
კლასი: მე-10
ესგ-ს ინდიკატორი:მათ.X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა
შორის მანძილების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე: პოულობს ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას ოპტიმიზაციის ზოგიერთი
პრობლემის გადასაჭრელად (მათ შორის რეალურ ვითარებაში);
წინარე ცოდნა: ამ ასაკის მოსწავლეებმა უკვე იციან სამკუთხედის სახეები,
სამკუთხედში ჩახაზული და სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრის პოვნა. ასევე ყველა
სახის სამკუთხედის ფართობისა და პერიმეტრის გამოთვლა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს გადასაჭრელად სთავაზობს პრობლემას,
რომელიც დაიბეჭდა ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში: „N ქალაქის მცხოვრებლების პროტესტს იწვევს ის გარემოება, რომ მიუხედავად მაცხოვრებლების
არაერთი მიმართვისა ვერა და ვერ მოხერხდა ამ უბანში მდებარე სკვერის განათება. სკვერი
არც ისე დიდი ზომისაა და გაუგებარია რატომ ჭიანურდება მაცხოვრებლების მოთხოვნა“. იქვე
დაბეჭდილია პასუხისმგებელი პირის ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ რადგან სკვერს აქვს
სამკუთხედის ფორმა რთული მოსაძებნია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც დადგმული ლამპიონი
თანაბრად გაანათებს სკვერის ნებისმიერ წერტილს.
მასწავლებელი ყოველგვარი დამატებითი ინფორმაციის მიწოდების გარეშე სთხოვს
მოსწავლეებს მოიფიქრონ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა იმსჯელონ როგორ უნდა მოიძებნოს
ადგილი, სადაც დაიდგმება ლამპიონი, რომელიც თანაბრად გაანათებს სკვერს. მუშაობა მიმდინარეობს
ინდივიდუალურად. (დრო 15 წუთი) მოსწავლეთა ძალიან დიდი უმრავლესობა სკვერს წარმოიდგენს
ტოლგვერდა სამკუთხედად ან მასთან მიახლოებული პარამეტრებით და მარტივად მიდიან დასკვნამდე,
რომ ადგილი, სადაც დაიდგმება ლამპიონი წარმოადგენს ამ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის
ცენტრს. რადგან მარტივი გასაზომია ამ სამკუთხედის სამივე გვერდი
R=abc/4S , სადაც a, b და c სკვერის გვერდების სიგრძეებია,
ხოლო S ამ სამკუთხედის ფართობი. ფიგურის ფართობიც მარტივად გამოიანგარიშება ჰერონის
ფორმულის მეშვეობით:
ამჯერად მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას ამახვილებს
იმაზე, რომ ყველა პრობლემას უნდა მივუდგეთ შემოქმედებითად და არ შეიძლება სტერეოტიპებით
აზროვნება, როგორც მოცემულ შემთხვევაში მოხდა. საჭიროა ყველა შესაძლო ვარიანტის მოძებნა,
რათა პრობლემის რელევანტური გადაჭრის გზა მოიძებნოს.
მეოთხე დღეს მოეწყო
ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია. ეს ნაწილი განსაკუთრებულას დაინტერესო გამოდგა. ყველას
აქტივობაზე ეწყობოდა მინიდისკუსია და ვასაბუთებდით თუ რატომ ავითარებდა ესა თუ ის აქტივობა
შემოქმედებით აზროვნებას და რისი გაუმჯობესება შეიძლებოდა, რომ შედეგი კიდევ უფრო თვალნათელი
ყოფილიყო. ამის შემდეგ ვიმუშავეთ სინთეზის კომპონენტებზე და დავუკავშირეთ ჩვენს მიერ
განხილული თემები ბლუმის ტაქსონომას. საინტერესოდ წარიმართა მუშაობა დღის მეორე ნახევარში.
ვნახეთ ფილმი შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელ გაკვეთილზე. შესვენების შემდეგ
ჩვენ თითონ დავგეგმეთ ერთი გაკვეთილი. ვიმსჯელეთ თითოეულის გაკვეთილის შესახებ. ტრენინგის
ფარგლებში მონაწილეების მიერ შეიქმნა რამდენიმე
ვიდეო საპრეზენტაციო პროგრამა powtoon-ისა
და PowerPoint-ის
გამოყენებით, რამაც აჩვენა თუ რა დიდია მზაობა მასწავლებლების მხრიდან მსგავსი ტიპის
სამუშაოს ჩასატარებლად. ბოლოს შევაჯამეთ დღე.
მეხუთე დღე მედიაწიგნიერებას
დაეთმო. დაგვირიგდა ამონარიდები კანონიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“
და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან“. ვიმუშავეთ თემაზე, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მედიაში
ბავშვის საკითხები, როგორ მოვიძებნოთ საჭირო ინფორმაციები ინტერნეტში, როგორ დავადგინოთ
სანდოობის ხარისხი, როგორ გავფილტროთ ინფორმაცია და როგორ ვასწავლოთ ეს ყველაფერი ჩვენს
მოსწავლეებს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებელი
12 ძირითადი პრინციპის გაგება. თითოეული საკუთარ პრინციპებს ვადარებდით მოცემულს და
ვცდილობდით დაგვედგინა რამდენად მედიაწიგნიერები ვიყავით ჩვენ. ბოლოს შევაფასეთ სამუშაო
დღე და სასიამოვნოდ დაღლილები დავიშალეთ.
ბოლო მეექვსე
დღე ყველაზე საინტერესო გამოდგა. მონაწილეები და ტრენერები უკვე ძალიან კარგად ვიცნობდით
ერთმანეთს, ერთმანეთის შესაძლებლობებს. თემა ისევ მედიაწიგნიერება იყო ახლა უკვე სიღრმეებში
ჩავედით და ვიმუშავეთ თემაზე თუ როგორ უნდა შევძლოთ სინამდვილისა და გამონაგონის ერთმანეთისაგან
გამიჯვნა. როგორ შევძლოთ მანიპულაციის ამოცნობა. ვნახეთ ასევე ქართულად თარგმნილი ვიდეო
„როგორ დავიცვათ ბავშებვი მედიასთან ურთიერთობისას“. დავუბრუნდით ჩვენს ეროვნულ სასწავლო
გეგმას და განვიხილეთ შემთხვევები, კონკრეტულად რომელი ინდიკატორები უმაღლებს მოსწავლეებს
მედიაწიგნიერების დონეს. მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე რა მექანიზმები არსებობს სკოლებში
მდიაწიგნიერების დონის გასაუმჯობესებლად. ტრენინგის ბოლოს დავწერეთ ჩვენი შეფასება
და დავწერეთ პოსტტესტი.
ამ ტრენინგმა
ძალიან ნათლად დამანახა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების აუცილებლობა
მოსწავლეებში. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო ის, რომ თურმე რამდენ რამეს ვგეგმავდი და
ვახორციელებდი ამ უნარების გასავითარებლად ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებდი. ტრენინგმა
დამაფიქრა კონკრეტულ აქტივობებზე, რომელიც გააუმჯობებებს მოსწავლეებში ამ უნარებს და
ძალიან მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა თემის დამუშავებისას დავფიქრდები რა შევთავაზო
მოსწავლეებს ისეთი, რომელიც კრიტიკულ აზროვნებას განუვითარებს მათ.






0 коммент.:
Отправить комментарий